გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა: ვენის კლასიკოსები
სწავლების საფეხური/კლასი:საბაზო/IX
მოსწავლეთა რაოდენობა: 13 მოსწავლე
კლასში არ არის სსსმ საჭიროების მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს მოსმენილი მუსიკალური
ნაწარმოების გაანალიზებას,სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათებას. მოსწავლე
შეძლებს გააცნოს თანაკლასელებს მუსიკოსის შემოქმედება, განივითარებს მაღალ სააზროვნო
და თანამშრომლობით უნარ-ჩვევებს.
ე.ს.გ.-სთან კავშირი:
მუს.IX5.მოსწავლეს
შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
მუსIX.6.მოსწავლეს
შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან კომპოზიტორის შემოქმედება.
მუსIX.8
მოსწავლეს შეუძლიამუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება.
აქტივობები
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
რესურსი
|
დრო
|
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი/შედეგები
|
1.მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების
რუბრიკებს.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
დანართი 1
|
2 წთ
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის თემა, მიზანი დაშეფასების რუბრიკები
|
2.A ფაზა ,,წინარე ცოდნის გააქტიურება“. მასწავლებელი კითხვების რეჟიმში
მოახდენს ნასწავლი მასალის გახსენებას , საკითხი ეხება ეპოქებს, ჟანრებს, ნაწარმოების
სტილსა და ხასიათს. მოსწავლეები გაიხსენებენ ნაცნობ კომპოზიტორთა სახელებს და მიაწერენ
დაფაზე. ჩამოწერილი კომპოზიტორებიდან მასწავლებელი ყურადღებას გაამახვილებინებს სამ
კომპოზიტორზე.საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის როლს.
აქტივობის პროცესში მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი შეფასებით პოზიტიური სიტყვიერი კომენტარის სახით.
|
გონებრივი იერიში
|
საერთო საკლასო
|
დაფა,ცარცი
|
5წთ
|
მოსწავლეები გაიხსენებენ ნასწავლ მასალას.
|
3.B ფაზა.
მასწავლებელი მოსწავლეებს pover
poynt-ში უჩვენებს სლაიდებს(რესურსი 1) კლასიციზმის ეპოქის
მახასიათებლებზე, ვენის კლასიკოსებზე და მათ შემოქმედებაზე. მინი ლექციის დასასრულს
მოსწავლეები მოისმენენ მოცარტის ოპერა ,, დონ ჟუან“-ის ნაწყვეტს დონ ჟუანისა და ცერლინას
დუეტი(დანართი 2), ჰაიდნის ,,სიურპრიზების
სიმფონია“-ს ნაწყვეტს(დანართი 3) და ბეთხოვენის საფორტეპიანო კონცერტის N5 1 ნაწილ(დანართი
4)ს. მოსწავლეები ინტერაქციულად ჩაერთვებიან კითხვა-პასუხის რეჟიმში. კითხვები მდგომარეობს
შემდეგში: დაახასიათონ სტრუქტურული და სახეობრივი მხარეები, განასხვაონ ჟანრობრივად.
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი შეფასებით პოზიტიური სიტყვიერი
კომენტარის სახით.
|
მინი ლექცია.
ინტერაქციული პრეზენტაცია.
მოსმენა.
|
საერთო საკლასო
|
|
10 წთ
|
მოსწავლეები დააკავშირებენ ძველ და ახალ მასალას ერთმანეთთან.
|
4.ჯგუფური მუშაობა. მასწავლებელი იყენებს ჯიგსოუს მეთოდს, განუმარტავს
მეთოდის წესებს, კლასს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაყოფს 3 ჯგუფად. გადათვლით
ყოველი მეოთხე გადაადგილდება სხვა ჯგუფებში და ახალ შექმნილ ჯგუფებს დაურიგდებათ
სხვადასხვა დავალებები (დანართი 3,4,5). წესი პირველი-ჯგუფებში ჯერ ინდივიდუალურად
წაიკითხონ დავალება, შემდეგ კი იმავე ჯგუფის წევრებთან გაანალიზონ ტექსტის შინაარს.
მასწავლებელი უთითებს დროის ლიმიტს.
წესი მეორე- მოსწავლეები დაუბრუნდებიან პირვანდელ ჯგუფს და სამივე განსვავებული
ტექსტები ხვდება ყველა ჯგუფში, ჯგუფის წევრები ერთმანეთს გააცნობენ ტექსტის შინაარსს
და მნიშვნელოვან საკითხებს მოინიშნავენ. დროის ლიმიტს მასწავლებელი უთითებს.
მესამე ეტაპი-მასწავლებელი მოსწავლეებს
ურიგებს ტესტს და მოსწავლეებმა უნდა შეავსონ
ინდივიდუალურად. დროის ლიმიტს აქაც განუსაზღვრავს მასწავლებელი. მასწავლებელი მოსწავლეებს
აკვირდება და მოსწავლეთა მონაცემებს ინიშნავს დაკვირვების დღიურში.
|
ჯიგროუს მეთოდი.
|
ჯგუფური მუშაობა.
ინდივიდუალური
|
დანართი 3,4,5,6
|
2წთ
5წთ
7 წთ
5 წთ
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ უცხო ტექსტის ანალიზის და ურთიერთთანამშრომლობითი
უნარებ-ჩვევები.
|
5. ,,განმტკიცება“. მასწავლებელი დასვამს ტესტიდან კითხვებს და მოსწავლეებისგან
ინდივიდუალურად ისმენს სავარაუდო პასუხებს, საბოლოოდ მიდიან სწორ დასკვნამდე. მასწავლებელი
მოსწავლეებს შეაფასებს განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
დანართი 6
|
6წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ შეაჯამონ ახალი მასალები,გაიაზრონ, გაანალიზონ
და შეაფასონ.
|
6.საშინაო დავალება- გვ 15. წაიკითხე ტექსტი , ვენის დიაგრამის საშუალებით
განასხვავე ბაროკოსა და კლასიციზმის საერთო და განმასხვავებელი ჟანრობრივად და ნაწარმოების
ხასიათიდან გამომდინარე.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
მუსიკის სახელმძღვანელო . მაია ოთიაშვილი IX კლასი,,მზის სხივი მუსიკაში“
|
1წთ
|
მოსწავლეები გამოიყენებენ ვენის დიაგრამას და განასხვავებენ ორი ეპოქას
ერთმანეთისგან,იპოვიან საერთო მახასითებლებს.
|
7. მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების რუბრიკას
|
ტესტი
|
ინდივიდუალური
|
დანართი 2
|
2წთ
|
მოსწავლეები შეაფასებენ საკუთარ
თავს
|
დანართი 1
მოსწავლეთა განმსაზღვრელი
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
1-3 ქულა
|
4-5 ქულა
|
6-7 ქულა
|
8,9,10 ქულა
|
აქტიურობა
|
მოსწავლე არაა ჩართული საგაკვეთილო
პროცესში
|
მოსწავლე იშვიათად ერთვება საგაკვეთილო
პროცესში
|
მოსწავლე ცდილობს იყოს აქტიური საგაკვეთილო
პროცესში
|
მოსწავლე აქტიურია და პროდუქტიული
|
თანამშრომლობა
|
მოსწავლე არ თანამშრომლობს თანაკლასელებთან
|
მოსწავლე იშვიათად თანამშრომლობს
თანაკლასელებთან
|
მოსწავლე ცდილობს ითანამშრომლოს თანაკლასელებთან
|
მოსწავლე კარგად და აქტიურად თანამშრომლობს
თანაკლასელებთან
|
საკუთარი აზრის დასაბუთების უნარი
|
მოსწავლე ვერ აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს
|
მოსწავლე ცდილობს ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრება , მაგრამ ვერ ასაბუთებს
|
მოსწავლე ცდილობს საკუთარი მოსაზრების
დასაბუთებას.
|
მოსწავლე კარგად და დამაჯერებლად
ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
|
დანართი 2
მოსწავლეთა თვითშეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
კი
|
ნაწილობრივ
|
არა
|
გაკვეთილის თემა და მიზანი გასაგებია
|
|||
გაკვეთილი იყო საინტერესო და მრავალფეროვანი
აქტივობებით დატვირთული
|
|||
აქტიურად ვიყავი ჩართული საგაკვეტლო
პროცესში
|
დანართი 3
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
|
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (გერმ. Wolfgang Amadeus Mozart; სრული სახელი Joannes
Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart) (დ. 27 იანვარი, 1756, ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი, 1791 ვენა) — ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. მოცარტის ნაწარმოებები
უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის
რეპერტუარში.ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა (1756-1791) ნამდვილი
გადატრიალება მოახდინა საოპერო ჟანრში. მისი საოპერო ქმნილებები („ფიგაროს ქორწინება“,
„დონ ჟუანი“, „ჯადოსნური ფლეიტა“ და სხვ.) გამოირჩევა როგორც იშვიათი მელოდიურობით,
ისე დრამატურგიული სრულყოფილებით (უწოდეს „მუსიკის შექსპირი“). მისმა სიმფონიებმა
გზა გაუკაფა ბეთჰოვენის შემოქმედებას (განსაკუთრებით, სიმფონია No41 – „იუპიტერი“);
შექმნა საკრავიერი კონცერტის კლასიკური ფორმა, გენიალური „რეკვიემი“ და მრავალი სხვა.
დასჯილი ქარაფშუტა, ანუ დონ ჯოვანი, უკეთ ცნობილი, როგორც დონ
ჯოვანი ან დონ ჟუანი (იტალ. Il dissoluto punito ossia il Don Giovanni) — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერა ორი აქტით; ლიბრეტო ეკუთვნის ლორენცო დე პონტეს. ოპერა დაახლოებით 2 საათსა
და 45 წუთს გრძელდება. დონ ჯოვანი საოპერო ხელოვნებაში ერთ-ერთ შედევრადაა მიჩნეული. მოცარტის საოპერო მუსიკაში დონ ჯოვანი გარდატეხას წარმოადგენს.
ოპერის პრემიერა გაიმართა 1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში. თბილისში დონ ჯოვანის პირველი წარმოდგენა გაიმართა 1867 წლის 11 ნოემბერს
|
დანართი 4
ლუდვიგ ვან ბეთხოვენი
|
ვენის კლასიკური სკოლა
ავსტრიაში XVIII ს. მეორე ნახევარში განმანათლებელთა იდეების ზეგავლენით ჩამოყალიბებული მუსიკალური მიმართულება. მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ფრანც იოზეფ ჰაიდნი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ვენის კლასიკოსთა შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ცხოვრების ჭეშმარიტი, რეალური ასახვა, სადა, იმავდროულად, ნათელი და გამომსახველი მუსიკალური ენა. მათ შემოქმედებაში დაფიქსირდა სიმფონიური ორკესტრის კლასიკური შემადგენლობა. სრულყოფილი სახე მიიღო საკრავიერმა ჟანრებმა (სონატა, სიმფონია, კვარტეტი). ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წწ.) ძირითადად, სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მისი 9 სიმფონიიდან განსაკუთრებით რთული, ღრმა და გრანდიოზულია IX სიმფონია - მსოფლიო სიმფონიური მუსიკის შედევრი. პირველად მუსიკის ისტორიაში, სიმფონიის ფინალში ბეთჰოვენმა გამოიყენა გუნდი. ბეთხოვენის საფორტეპიანო კონცერტი
N 5 ცნობილი
,როგორც ,,იმპერატორი“,არის დიდი ზომის ნაწარმოები, ღრმა აზრებითა და განცდებით,
მისი მაშტაბურობა იხსნება პირველივე ფრაზიდან რომელსაც ასრულებს ფორტეპიანო. ნაწარმოებს
აქვს ბეთხოვენისეული ხასიათის განვითარება: სიმკაცრე და სინაზე, ძალა და სიმშვიდე.
|
დანართი 5
იოზეფ ჰაიდნი
|
იოზეფ ჰაიდნი
(1732-1809 წწ.) ვენის კლასიკური სკოლის პირველი წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია სიმფონიის ჟანრს (100-ზე მეტი, უწოდეს „სიმფონიის მამა“) და სიმებიან კვარტეტს (89), მას ეკუთვნის აგრეთვე ორატორიები („წელიწადის დრონი“, „სამყაროს შექმნა“), 24 ოპერა და მრავალი სხვ. ჰაიდნის უაღრესად დემოკრატიული ხელოვნება დაკავშირებულია ხალხურ შემოქმედებასთან. მისი მუსიკა გამსჭვალულია ავსტრიული, სლავური, უნგრული ფოლკლორის რიტმებითა და ინტონაციებით, ხალხური იუმორით, ცხოველმყოფლობით. ცენტრალური ადგილი ჰაიდნის შემოქმედებაში უკავია სიმფონიებსა (100-ზე მეტი) და სიმებიან კვარტეტებს (83); ორივე ამ ჟანრში ჰაიდნის მოღვაწეობას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგიერთი თავისი მხატვრული თვისებით, ფილოსოფიური გააზრებითა და კომპოზიციური ხერხებით (მოტივურ-თემატიკური დამუშავება) ჰაიდნმა შეამზადა ბეთჰოვენის შემოქმედება.
ჰაიდნის ,,სიურპრიზების
სიმფონიის პრემიერა შედგა 1792 წლის 23 მარტს ლონდონში. სიმფონია იწყება ნელა , ადაჟიოს
ტემპში , სასულე და სიმებიანი ორკესტრის თანხვედრით.
|
დანართი 6
1.დაალაგეთ კომპოზიტორები
ქრონოლოგიურად , მათი მოღვაწეობის მიხედვით. დაასაბუთეთ ტექსტის რომელი ნაწილი მიგახვედრებთ
ქრონოლოგიას.
2.ჩამოთვალეთ ვენის კლასიკური სკოლის მახასიათებლები
3. რომელმა კომპოზიტორმა გამოიყენა თავის
სიმფონიაში ვოკალი
4.ჩამოთვლილი კომპოზიტორებიდან ხალხურ
მუსიკას რომელი კომპოზიტორი იყენებს.
5. ჩამოთვალეთ ჟანრები, რომელიც ამ მიმდინარეობისას
განვითარდა
|
No comments:
Post a Comment