https://drive.google.com/file/d/15mXK61XoDHYb60JpyKJmVK-yFMCpN6Za/view
პროექტი IX კლასი
,,შექსპირი და მუსიკა“
პროექტის მსვლელობა
კლასს მასწავლებელი დაყოფს 4 ჯგუფად და გადაუნაწილებს დავალებებს:
1 ჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია პ. ჩაიკოვსკის ბიოგრაფიაზე და დაახასიათონ მისი ერთ -ერთი ნაწარმოები უვერტურა-ფანტაზია ,,რომეო და ჯულიეტა“, განმარტონ უვერტურის მნიშვნელობა . მოიძიონ საჭირო ფოტო და ვიდეო მასალა.
2 ჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია ბელიოზის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, ასევე მისი ვოკალურ-სიმფონიური სურათი ,,რომეო და ჯულიეტა“ შესახებ. განმარტონ ,რას ნიშნავს ვოკალუ-სიმფონიური სურათი და წარმოადგინონ ფოტო და ვიდეო მასალები .
3 ჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია სერგეი პროკოფიევის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, გაეცნონ მის ბალეტს ,,რომეო და ჯულიეტა“, დაახასიათონ ,განმარტონ ბალეტის მნიშვნელობა, წარმოადგინონ ფოტო და ვიდეო მასალები.
4 ჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია შარლ გუნო შესახებ, გაეცნონ მის ოპერას ,,რომეო და ჯულიეტა“ , დაახასიათონ, განმარტონ ოპერის მნიშვნელობა, წარმოადგინონ ფოტო და ვიდეო მასალები.
ა)შედეგები შეაჯერონ ერთმანეთში, დაახარისხონ და წარმოადგინონ პრეზენტაცია ერთობლივად pover point-ში.
ბ)ასევე წარმოადგინონ ზემოთ ნახსენები ნაწარმოებების ვიდეო რესურსები
გ) პროექტის მსვლელობისას გადაიღონ პროექტზე მუშაობის სურათები და გააკეთონ ვიდეოკოლაჟი.
რეფლექსია
ერთი თვის ვადაში მოსწავლეებმა მოამზადეს მასალები ინტერნეტიდან, გადაინაწილეს ფუნქციები და ჯგუფებში განიხილეს ერთად. მასწავლებელი აკვირდებოდა მოსწავლეებს და საჭიროების შემთხვევაში უწევდა რეკომენდაციას. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ,ოთხივე კომპოზიტორის ნამუშევარი განიხილეს , შეადარეს ერთმანეთს, განასხვავეს ჟანრობრივად და დაახასიათეს .შექმნეს ასევე პრეზენტაცია pover point-ში და წარმოადგინეს
https://ekagagua.blogspot.com/2019/06/blog-post_12.html. პროექტის დასასრულს შექმნეს ვიდეოკოლაჟი.
No comments:
Post a Comment