https://drive.google.com/file/d/14lQd8Po63nfy_WxWG-NIywaXlFN9CgQJ/view
გაკვეთილი
საგნები: მუსიკა/ხელოვნება
სწავლების საფეხური/კლასი_საბაზო/IX
მოსწავლეთა რაოდენობა_14(მათ შორის არარის სსსმ) სამოდელო/ინტეგრირებული
გაკვეთილის თემა _ იმპრესიონიზმი
გაკვეთილის მიზანი _ მოსწავლეებმა შეძლონ შეადარონ და დააკავშირონ ერთმანეთს ერთი საგნის / თემა (მუსიკა_იმპრესიონიზმი) მეორე საგნის თემასთან (ხელოვნება_იმპრესიონიზმი), რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას და ტრანსფერს.
მოსწავლე შეძლებს მუსიკალური ნაწარმოების გააზრებას, აზრის გამოთქმას და დასაბუთებას ხელოვნების სხვა დარგის მეშვეობით (ნაწარმეობის განწყობილების გადმოცემა ნახატით)
კავშირი ესგ:
მუს.IX.5 მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
- საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე.
- საუბრის დროს იყენებს სახელოვნებო / მუსიკალურ ტერმინოლოგიას
- ახასიათებს მუსიკლაურ ნაწარმოებებს ფორმის , ჟანრის , სტილის და მუსიკალურ გამომსახველობითი საშუალებების მიხედვით;
მუს.IX.7 მოსწავლეს შეუძლია საკუთარი და სხვისი შემოქმედების განხილვა
- მონაწილეობს გაკვეთილზე , შესრულებული შემოქმედებითი დავალების განხილვაში
მუს.IX.8 მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება.
- საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების სახეობრივ შინაარსზე (ლირიკული , დრამატული , ეპიკური და ა.შ)
მუს.IX.9 მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
- ახასიათებს სტილებს კულტურისა და ეპოქის მიხედვით;
- მსჯელობს მუსიკის როლზე ხელოვნების სხვა დარგებში;
- განმარტავს , როგორ შეუძლია გამოიყენოს მუსიკის შესწავლით მიღებული ცოდნა და უნარები სხვა პროფესიაში;
ს.გ.IX.1 მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები , პრინციპები , სხვადახვა მასლა , ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
- იყენებს კონტრასტულ ფერებს ფერის ჟღერადობის გასაძლიერებლად და ემოციების გადმოსაცემად;
ს.გ. IX.4 მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
- მსჯელობს იმის შესახებ თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის საშუალებით (მაგ., იწვევს გარკვეულ ემოციას , ქმნის განწყომილებას , გამოკვეთს მთავარს , აძლიერებს ჟღერადობას);
ს.გ.IX.8. მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
- მსჯელობს მისთვის ნაცნობ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში;
მოსწავლის შეფასების რუბრიკა (დანართი1)
მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა -------------------------/სახელი,გვარი/. (დანართი2)
პანტომიმა-სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი მუსიკა/ხელოვნება მეხუთე კლასში
https://docs.google.com/document/d/e/2PACX-1vT-qeA8jr4j1mN3RqyXQBTsv4gJcCngvNspaCItHz9llLQ3BiX2z1hKIHXjf5ynEw/pub
სამოდელო/ინტეგრირებული გაკვეთილი
მასწავლებლის სახელი,გვარი: ეკა გაგუა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი,V კლასი
საგანი: მუსიკა/ხელოვნება
მოსწავლეთა რაოდენობა: 8 (სსსმ მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის თემა: მიმიკა, ემოცია, ჟესტიკულაცია მუსიკასა და ხელოვნებაში.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ დააკავშირონ ერთმანეთთან ერთი საგნის/თემა (მუსიკა-პანტომიმა) მეორე საგნის თემასთან (ხელოვნება-მიმიკა და ემოცია), რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას და ტრანსფერს. მოსწავლე შეძლებს ამოიცნოს დრამისა და მუსიკის ელემენტებს შორის ურთიერთკავშირი. ასევე მოსწავლეები შეძლებენ მუსიკის ფონზე გადმოსცენ მცირე პიესები მიმიკით, ემოციით და ჟესტიკულაციით.
კავშირი ესგ-სთან:
მუს.დაწყ.(II).4. ხმოვანი გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციურ კავშირების გაბმა;
მუს.დაწყ.(II).5. დრამისა და მუსიკის ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობა
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
- შეიგრძნობს ხმოვანი გზავნილის ემოციურ- შინაარსობრივ დატვირთვას და გააბამს რეალურ და წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციურ კავშირებს;
- ამოიცნობს დრამისა და მუსიკის ელემენტებს შორის ურთიერთკავშირებს.
ს.გ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაძე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების მიზანმიმართულად გამოყენება ნამუშევარში ჩანაფიქრის , იდეის , გუნება-განწყობის (ემოციების) და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.
ს.გ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით ( წყვილებში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად.
N აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1.A.ფაზა - მასწვლებელი ესალმება მოსწავლეებს, აკეთებს დასწრების აღრიცხვას. აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
|
ვერბალური ახსნა;
|
საერთო საკლასო;
|
შეფასების რუბრიკები (დანართი 1, 2), თვითშეფასების რუბრიკა( დანართი 3)
|
2 წთ
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმები.
|
2.წინარე ცოდნის გააქტიურება. კითხვები: 1. რა არის მიმიკა? 2. რა გადმოიცემა მიმიკით? 3. განვასახიეროთ სხვადასხვა ემოციური სახეები 4.როგორ მუსიკას მიუსადაგებთ სხვადასხვა ემოციას? 5. რა არის ჟესტიკულაცია? 6.რა არის სიუჟეტური,კონტრასტული და ილუსტრაციული მუსიკა? 7. რა როლი აქვს მუსიკას მუნჯ ფილმში? 8. რა არის პანტომიმა? 9. რა არის მიმი? მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით პოზიტიური სიტყვიერი კომენტარის სახით.
|
კითხვა-პასუხი;
|
საერთო საკლასო;
|
1.ხელოვნების სახელმძღვანელო მე-5 კლასი(გვ.50. ნანა მაჭარაშვილი).2.მუსიკის სახელმძღვანელო მე-5 კლასი(გვ.73,77,78. მაია ოთიაშვილი)
|
5 წთ.
|
მოსწავლეები გაიხსენებენ ნასწავლ მასალას ხელოვნების და მუსიკის სახელმძღვანელოებიდან, რაც ხელს შეუწყობს მომდევდო აქტივობებში აქტიურ ჩართვას.
|
3. B-ფაზა- ,,გამოწვევის ფაზა“
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ფილმს მარსელ მარსოს პანტომიმა ,,პეპლებზე ნადირობის ხმა“. ფილმის ყურების დასრულებისის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება: 1. რამდენად შეესაბამება მუსიკალური ნომერი მოქმედების შინაარს? 2.მუსიკა ილუსტრაციულია ,კონტრასტული თუ ასოციაციური? 3. რა ემოციას გადმოსცემს მოქმედი გმირი და კონკრეტულ მოქმედებას რამდენად შეესაბამება მუსიკალური ნომერი? ( მასწავლებელი ზემოთ ხსენებულ ვიდეო კადრს აჩვენებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ). 4. ეს ვიდეო ფრაგმენტი კინოა თუ თეატრალური წარმოდგენა? 5. დაადგინე რომელ პერსონაჟს განასახიერებს მუსიკა? 6.პერსონაჟი ჩანს თუ არა კადრში? 7. რა მომენტში უერთდება მიმის ჟესტიკულაცია მუსიკას?
მასწავლებელი მოსწავლეებს შეაფასებს პოზიტიური სიტყვიერი კომენტარის სახით.
|
ინტერაქტიული პრეზენტაცია.
|
საერთო საკლასო
|
პროექტორი; ლეპტოპი; ელექტრონული ვიდეო რესურსი- V კლასი, გაკვეთილი 55-http://tskarostvali.ge/
|
10 წთ.
|
მოსწავლეები შეძლებენ უპასუხონ კითხვებს, თუ როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან მიმიკა, ემოცია და ჟესტიკულაცია მუსიკასთან.
|
4. ,,თეატრალური წარმოდგენები“. მასწავლებელი შერჩევითი პრინციპით მოსწავლეებს დააწყვილებს , შეახსენებს როლური თამაშის წესებს და განუსაზღვრავს დროს . მოსწავლეებს წყვილებში დაურიგდებათ ბარათები , რომელშიც დასახელებული იქნება პიესის სათაური. ოთხი სხვადასხვა პიესა: 1. ,,თევზაობა“, 2. ,,ნადირობა“, 3.,,ტყის მჭრელი“,4.,,პეპელა და წვიმა“. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ინსტრუქციას შესასრულებელი სამუშაოს შესახებ. მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ სათაურის შესაბამისი პიესის შინაარსი და ქაღალდებით დაამზადონ საჭირო რესურსი .პიესის მოქმედება გადმოსცენ მიმიკით, ჟესტიკულაციით და ემოციით. ასევე მოიფიქრონ თუ როგორი მუსიკა შეესაბამება (ხასიათი: მაჟორული,მინორული და ტემპი: allegro,andante,adajio). მიუსადაგონ პიესას და მუსიკის თანხლებით დადგან წარმოდგენა( მასწავლებელი ფორტეპიანოზე შეასრულებს მცირე პიესებს მოსწავლეების მითითების მიხედვით).
|
როლური თამაში
|
წყვილებში
|
ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, წებო.
|
15 წთ
|
მოსწავლები მოიფიქრებენ და დადგამენ მცირე თეატრალურ წარმოდგენებს მუსიკის თანხლებით , ასევე დაამზადებენ საჭირო რესურს, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის ტრანფერს.
|
5. ,,პრეზენტაცია“. მოსწავლეები წამოადგენენ მცირე პიესებს მუსიკის თანხლებით. მასწავლებელი მოსწავლეებს შეაფასებს შეფასების რუბრიკით (დანართი 2)
|
როლური თამაში
|
წყვილებში
|
ფორტეპიანო
|
8 წთ.
|
მოსწავლეები შეძლებენ წარმოადგინონ მუსიკის ფონზე მცირე პიესები : მიმიკით, ჟესტიკულაციით და ემოციით.
|
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
დანართი 4
|
3 წთ
|
მოსწავლეები შეუსაბამებენ ერთმანეთს დრამისა და მუსიკის ელემენტებს.
მოსწავლეებს გაიღრმავებენ ცოდნას ქართული პანტომიმის თეატრის მოღვაწეობის შესახებ.
|
7.,,თვითშეფასება“. მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს თვითშეფასების კითხვარებს.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
თვითშეფასების ფურცელი (დანართი 3)
|
2 წთ
|
მოსწავლეები შეაფასებენ საკუთარ აქტივობას გაკვეთილზე.
|
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
1-3 ქულა
|
4-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
ნასწავლი ცნებებისა და ტერმინების ცოდნა
|
მოსწავლემ არ იცის ნასწავლი ტერმინები და ცნებები
|
მოსწავლემ ნაწილობრივ იცის ნასწავლი ტერმინები და ცნებები
|
მოსწავლემ იცის ნასწავლი ტერმინები და ცნებები
|
მოსწავლემ კარგად იცის ნასწავლი ტერმინები და ცნებები
|
კითხვებზე ადეკვატური პასუხების გაცემა
|
კითხვებზე პასუხი არადეკვატურია
|
კითხვებზე პასუხი ნაწილობრივ ადეკვატურია
|
კითხვებზე პასუხი ადეკვატურია
|
კითხვებზე პასუხი დამაჯერებლად ადეკვატურია
|
იმპროვიზირების უნარი
|
არ იმპროვიზირებს
|
ნაწილობრივ იმპროვიზირებს
|
იმპროვიზირებს
|
კარგად იმპროვიზირებს
|
როლური თამაშის შეფასების რუბრიკა (დანართი 2)
შეფასების კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
ორგანიზებულობა
|
ნაკლებად არის ჩართული პრაქტიკული სამუშაოს შესრულებაში
|
ნაწილობრივ არის ჩართული პრაქტიკული სამუშაოს შესრულებაში
|
აქტიური და ორგანიზებულია პრაქტიკული სამუშაოს შესრულებაში
|
სხეულის მოძრაობის, მიმიკის, ემოციების პრაქტიკული გამოყენების უნარი
|
ნაკლებად ავლენს პრაქტიკულ უნარებს
|
ნაწილობრივ ავლენს პრაქტიკულ უნარებს
|
კარგად ავლენს პრაქტიკულ უნარებს
|
სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა, კონტაქტი აუდიტორიასთან
|
სათქმელი ნაკლებად გასაგებია
|
სათქმელი გასაგებია
|
სათმელი ნათლად და გასაგებად არის გადმოცემული
|
თვითშეფასების რუბრიკა (დანართი 3)
თვითშეფასების კითხვები
|
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
|
გაკვეთილის თემა გასაგებია
| |||
აქტიურად ვიყავი ჩართული საგაკვეთილო პროცესში
| |||
გაკვეთილი საინტერესო და სახალისო იყო
|
დანართი 4
1. ემოცია 1.პანტომიმა
2. უსიტყვო წარმოდგენა 2.ღიმილი
3. მიმი 3. საპირისპირო,საწინააღმდეგო.
4. მხიარული 4. ერთი მსახიობის ხელოვნება
5. კონტრასტული 5. მაჟორული
|
No comments:
Post a Comment