გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი თემა
ოპერა - სიმღერით თქმის ხელოვნება. უვერტიურა.
სწავლების საფეხური
8 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
10 მოსწავლე
გაკვეთილის აქტუალობა და მნიშვნელობა
გაიცნონ  მსოფლიო მნიშვნელობის ოპერები და კომპოზიტორები
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეებმა უნდა გაარჩიონ მუსიკალური ნაწარმოების შემაგენელი ელემენტები.შეისწავლონ ოპერა, ოპერის შემადგენელი ნაწილები.ამოიცნონ კონკრეტული  მუსიკალურ ნაწარმოები..

ესგ-ს მისაღწევი
შედეგები
VIII.5 მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი.
  VIII.7   მოსწავლე იცნობს და შეუძლია დაახასიათოს მსოფლიო მუსიკალური ნაწარმოებები.
VIII.8 მოსწავლე იცნობს მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორებს.           
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს წარმოდგენა აქვს ოპერისა და ბალეტის თეატრის შესახებ
შეფასება
შეფასების რუბრიკა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წიგნი,სამუშაო რვეული,აუდიო მასალა.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
ა-ფაზა.  (15 წუთი) წინა საგაკვეთილო მასალის  “თემა- ბანის გასაღები” გამოკითხვა (კითხვა პასუხის რეჟიმში). კითხვები-1)რას უწოდებენ ბანის გასაღებს მეორენაირად? (ფა გასაღები)  2) რომელი ოქტავები მიეკუთვნება ბანის გასაღებს? (მცირე ოქტავა, დიდი ოქტავა, კონტროქტავა, სუბკონტროქტავა.)  3) თქვენ რომელი ოქტავის ნოტები გქონდათ შესასწავლად?  (მცირე ოქტავის)  4) რომელ ხაზზე იწერება  - ფა,რე,სოლ,მი,დო,ლა,სი. ( მეოთხე ხაზზე, მესამე ხაზზე, მეოთხე და მეხუთე ხაზებს შუა,მესამე და მეოთხე ხაზებს შუა, მეორე და მესამე ხაზებს შუა,მეხუთე ხაზზე, მეხუთე ხაზზს ზევით.)

  წინარე ცოდნის გახსენება - კითხვები:
1) რა ვიცით ოპერის თეატრის შესახებ?
 2) გაიხსენეთ ოპერის ნაწყვეტები, რომელიც გაქვთ მოსმენილი სასწავლო პროცესის მანძილზე ( ეთერის არია-ზ.ფალიაშვილი. ღამის დედოფლის არია  - მოცარტი და სხვა). 

3) რის საფუძველზე იქმნება ოპერა?
 4) გაიხსენეთ მუსიკალური ინსტრუმენტები, რომელიც შედის სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაში (სასულე, სიმებიანი, სიმებიან-ხემიანი, დასარტყამი) 
 ბ-ფაზა  (20 წუთი)  მოსწავლეები მოისმენენ ზ. ფალიშვილის ოპერა ,,დაისის,, უვერტიურის ფრაგმენტს (2 წუთი).  წაიკითხავენ ტექსტს, რომელიც მოცემულია წიგნში. დაურიგდებათ T სქემა, სადაც მოცემულია კონკრეტული კითხვები და შეავსებენ.
 კითხვები---1)რა არის ოპერა? 2) რა არის უვერტიურა? 3) მოსმენილ მუსიკალურ ნაწყვეტში რომელი მუსიკალური ინსტრუმენტები ამოიცანით. 4)კარგად დაუგდე ყური უვერტიურას, მასში რამდენი მუსიკალური თემა გამოიკვეთა. 5) არის თუ არა უვერტიურა ოპერის “მოკლე შინაარსი”. 6)ჩამოთვალეთ ოპერის მოქმედი გმირები. 6) მოსმენილი ნაწარმოები როგორი ხასიათისაა, მოკლედ ჩაწერე შენი შთაბეჭდილება . 
   ც -ფაზა .      გაკვეთილის მესამე ფაზაში განვიხილავთ და ვაფასებთ კომენტარებს.

No comments:

Post a Comment

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

https://dochub.com/ekagagua999/O66jQgQ/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-pdf?pg=4...