https://docs.google.com/document/d/1RHSji6cN3OTAPMuC1VUge3MNgEoymhyupC_acl1-aYw/edit?usp=sharing
პროექტი
პროექტის ანგარიშის ფორმა
პროექტის დასახელება-ბიტლზების თანამედროვენი
პროექტის ვადები-1 თვე
- განხორციელების მიმოხილვა-პროექტი განახორციელა აბედათის საჯარო სკოლის მე-9 კლასმა, კლასში თითოეულმა მოსწავლემ გადაინაწილა სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები და სოლო შემსრულებლები, ინტერნეტიდან მოიძიეს ინფორმაცია მათი მოღვაწეობის შესახებ, ასევე ფოტო და ვიდეო მასალები. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია pover point-ში შერჩეული მუსიკალური ჯგუფების შესახებ და გააცნეს ერთმანეთს (https://ekagagua.blogspot.com/2019/06/blog-post_6.html ). პრეზენტაციის შემდგომ მოსწავლეებმა მოისმინეს თითოეული მუსიკალური ჯგუფის ვიდეო მასალა, შეადარეს სხვასხვა სიმღერები ერთმანეთს , იმსჯელეს მუსიკალური ნაწარმოების ხასიათზე, ჟანრებსა და შემსრულებლებზე, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია შემსრულებლების სტილზე.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები აფიქსირებდნენ თავიანთ მუშაობას ფოტოზე და მოამზადეს ვიდეოკოლაჟი
პროექტის მიზანი მიღწეულია, მოსწავლეები გავიდნენ ესგ-თი განსაზღვრულ შედეგზე:
მუს. IX. 4.
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
- განსაზღვრავს პროექტის მიზანს;
- გეგმავს პროექტს და ანაწილებს ფუნქციებს;
- მოიძიებს თეორიულ მასალას, ქმნის რესურსს;
- მონაწილეობს კონცერტის, წარმოდგენის, ტელე/რადიო გადაცემის დადგმაში, ჟურნალის მომზადებაში;
- მონაწილეობს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.
- მუს.IX.5.
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
- საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე;
- ახასიათებს მუსიკალურ ნაწარმოებს ფორმის, ჟანრის, სტილის და მუსიკალურ-გამომსახველობითი საშუალებების მიხედვით;
- საუბრის დროს იყენებს სახელოვნებო/ მუსიკალურ ტერმინოლოგიას;
- ამოიცნობს მუსიკალურ ნაწარმოებებს მოსმენისას.
მუს.IX.6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
პროექტის მომზადების პროცესში მასწავლებელი ახდენდა სამუშაო პროცესის მონიტორინგს , იყო როგორც ფასილიტატორი და ახდენდა მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას პოზიტიური სიტყვიერი კომენტარის სახით. პროექტის დასასრულს მოსწავლეები შეფასდებიან:
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
პროექტი დასრულდა 2019 წლის 25 აპრილს.
No comments:
Post a Comment